ლუცენკო - სააკაშვილი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი
სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურის მხრიდან ეჭვმიტანილი არ არის.
ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეჭვმიტანილია მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ხელშეწყობაში.
„მიხეილ სააკაშვილი არ არის ეჭვმიტანილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ამ მცდელობის დაფინანსებაში. ამაში ეჭვმიტანილია მისი მარჯვენა ხელი სევერიონ დანგაძე. თავად სააკაშვილი ეჭვმიტანილია მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ხელშეწყობაში“, – აღნიშნა ლუცენკომ.
გენერალური პროკურორის თქმით, აღნიშნული საქმის გამოძიებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.