ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი პირი გადმოვარდა
ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი პირი გადმოვარდა

​თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ორი პირი გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით, ისინი სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულები იყვნენ.

როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ერთი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე – ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

არსებული ინფორმაციით, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოთავსებული პირის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო და ის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.