ევროპის ლიგის საპასუხო ნახევარფინალში, რომელშიც “ატლეტიკო” “არსენალს” მასპინძლობდა, მძიმე ტრავმა მიიღო ლონდონური კლუბის ფრანგმა მცველმა ლორან კოსელნიმ და ის მე-10 წუთზე შეცვალეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ 32 წლის კოსელნი მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება.