რუსეთი მუნდიალის მონაწილეების შორის ყველაზე სუსტია
რუსეთი მუნდიალის მონაწილეების შორის ყველაზე სუსტია

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ახალი რეიტინგის თანახმად, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეებს შორის, ყველაზე დაბალი რეიტინგი მასპინძელ რუსეთის ნაკრებს აქვს.

ამ გუნდმა პირადი ანტირეკორდი დამყარა – 70-ე ადგილამდე დაეშვა. რუსეთთან ყველაზე ახლოს საუდის არაბეთი იმყოფება – 67-ე ადგილი. სწორედ ეს გუნდები ითამაშებენ 14 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში.

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა პოზიციები ფიფას განახლებულ რეიტინგში:
1. გერმანია – 1 558
2. ბრაზილია – 1 431
3. ბელგია – 1 298
4. პორტუგალია – 1 274
5. არგენტინა – 1 241
6. შვეიცარია – 1 199
7. საფრანგეთი – 1 198
8. პოლონეთი – 1 183
10. ესპანეთი – 1 126
11. პერუ – 1 125
12. ინგლისი – 1 051
12. დანია – 1 051
14. ურუგვაი – 1 018
15. მექსიკა – 989
16. კოლუმბია – 986
20. ხორვატია – 945
21. ტუნისი – 910
22. ისლანდია – 908
23. კოსტა რიკა – 884
24. შვედეთი – 880
27. სენეგალი – 838
34. სერბეთი – 751
36. ავსტრალია – 718
37. ირანი – 708
41. მაროკო – 686
45. ეგვიპტე – 649
48. ნიგერია – 618
55. პანამა – 571
57. ს. კორეა – 24
61. იაპონია – 521
67. ს. არაბეთი – 465
70. რუსეთი – 457