ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ახალი რეიტინგის თანახმად, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეებს შორის, ყველაზე დაბალი რეიტინგი მასპინძელ რუსეთის ნაკრებს აქვს.
ამ გუნდმა პირადი ანტირეკორდი დამყარა – 70-ე ადგილამდე დაეშვა. რუსეთთან ყველაზე ახლოს საუდის არაბეთი იმყოფება – 67-ე ადგილი. სწორედ ეს გუნდები ითამაშებენ 14 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში.
მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა პოზიციები ფიფას განახლებულ რეიტინგში:
1. გერმანია – 1 558
2. ბრაზილია – 1 431
3. ბელგია – 1 298
4. პორტუგალია – 1 274
5. არგენტინა – 1 241
6. შვეიცარია – 1 199
7. საფრანგეთი – 1 198
8. პოლონეთი – 1 183
10. ესპანეთი – 1 126
11. პერუ – 1 125
12. ინგლისი – 1 051
12. დანია – 1 051
14. ურუგვაი – 1 018
15. მექსიკა – 989
16. კოლუმბია – 986
20. ხორვატია – 945
21. ტუნისი – 910
22. ისლანდია – 908
23. კოსტა რიკა – 884
24. შვედეთი – 880
27. სენეგალი – 838
34. სერბეთი – 751
36. ავსტრალია – 718
37. ირანი – 708
41. მაროკო – 686
45. ეგვიპტე – 649
48. ნიგერია – 618
55. პანამა – 571
57. ს. კორეა – 24
61. იაპონია – 521
67. ს. არაბეთი – 465
70. რუსეთი – 457