ცნობილ ინგლისელ ფეხბურთელებს ყატარის მუნდიალის კრიტიკისთვის ფული შესთავაზეს
ცნობილ ინგლისელ ფეხბურთელებს ყატარის მუნდიალის კრიტიკისთვის ფული შესთავაზეს

ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს – სოლ კემპბელსა და სტენ კოლიმორს ანაზღაურებას სთავაზობდნენ ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კრიტიკისთვის, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „თაიმსმა“ (The Times).

ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ კემპბელმა და კოლიმორმა მიიღეს წინადადება – გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამოსულიყვნენ ლონდონში პრესკონფერენციაზე, სადაც ისინი გააკრიტიკებდნენ მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას ყატარში.

გამოცემის ცნობით, მსგავსი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო იმ პროპაგანდისტული ომის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს ყატარსა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებს შორის.

ყოფილმა ფეხბურთელებმა ეს წინადადება არ მიიღეს.

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი პირველი იქნება ისტორიაში, რომელიც შემოდგომა-ზამთარში გაიმართება. ტურნირის ჩატარების თარიღია 21 ნოემბერი-18 დეკემბერი.

დატოვე კომენტარი