ლონდონის დასავლეთ ნაწილში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან „აუდის“ მარკის ავტომობილი ადამიანებს დაეჯახა – იუწყება Sky News. შემთხვევის შედეგად, 3 მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს 28 წლის მამაკაცი მართავდა, რომელმაც შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოგვიანებით, მას პოლიცია დაკითხავს.
სამართალდამცველების ცნობით, მომხდარი ფაქტი ტერორიზმს არ უკავშირდება.