ლონდონის მახლობლად, ებსფლეტის საერთაშორისო სადგურის გვირაბის დატბორვის გამო, ევროპის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა გაუქმდა
ლონდონის მახლობლად, ებსფლეტის საერთაშორისო სადგურის გვირაბის დატბორვის გამო, ევროპის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა გაუქმდა

ლონდონის მახლობლად, ებსფლეტის საერთაშორისო სადგურის გვირაბის დატბორვის გამო, ევროპის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა გაუქმდა.

რეისების გაუქმების გამო, ათასობით მგზავრი ლონდონის სენტ-პანკრას საერთაშორისო სადგურზე იმყოფება.

როგორც მედია წერს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს პარიზთან, ამსტერდამთან და ბრიუსელთან დამაკავშირებელი რეისების მასშტაბური გაუქმება დაახლოებით 16 ათას მგზავრს შეეხო.

საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ასზე მეტი გაფრთხილება გამოცხადდა შესაძლო წყალდიდობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ უამინდობის დროს მანჩესტერის რაიონში ტორნადო მოხდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.