ლონდონში ავტომობილი გაჩერებაზე მდგომებს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ლონდონში ავტომობილი გაჩერებაზე მდგომებს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ლონდონის დასავლეთ ნაწილში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან „აუდის“ მარკის ავტომობილი ადამიანებს დაეჯახა – იუწყება Sky News. შემთხვევის შედეგად, 3 მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს 28 წლის მამაკაცი მართავდა, რომელმაც შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოგვიანებით, მას პოლიცია დაკითხავს.

სამართალდამცველების ცნობით, მომხდარი ფაქტი ტერორიზმს არ უკავშირდება.