დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაული ლომისობა აღინიშნება. მლეთასა და სალოცავისკენ მიმავალ გზაზე როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობაა.
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში 80-მდე მაშველია მობილიზებული. როგორც ცნობილია, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე რთული რელიეფის გამო ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.