ლომისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს
ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.
პირველი არხის ინფორმაციით, გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.