ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით „გირჩის“ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით „გირჩის“ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით „გირჩის“  მომზადებული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა წრის გაფართოებას, რომელთაც ლობისტური საქმიანობისა და ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღების უფლება ექნება. პროექტით, პოლიტიკურ გაერთიანებებს, პარლამენტისა და საკრებულოების დეპუტატებს ენიჭებათ უფლება ლობისტური საქმიანობის შედეგად შემოსავალი მიიღონ, რისი უფლებაც მათ ახლა არ აქვთ.

„გირჩის“ კანონპროექტით, ლობისტად რეგისტრაცია არ იქნება შეზღუდული მხოლოდ ერთი ნორმატიული აქტის მიღების ან გაუქმების დავალებით. ამასთან, ცვლილებებით, პოლიტიკოსს ან/და პოლიტიკურ პარტიას უფლება ექნება, სამოქალაქო ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთობაში შევიდეს ლობისტთან, მიიღოს დაფინანსება დავალების შესრულების ფარგლებში. ყველა ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ურთიერთობა საჯარო იქნება. არსებული კანონით, აკრძალულია პოლიტიკოსმა მატერიალური სარგებელი ლობისტური საქმიანობის ფარგლებში მიიღოს.