საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში, 10.00 საათზე წარადგენს.
„დღეს უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრა და საბოლოო კონსულტაციები, ხვალ 10.00 საათზე მექნება ბრიფინგი, სადაც წარვადგენ განახლებულ კაბინეტს 10 მინისტრით და ერთი სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ