კახა კუჭავას განცხადებით, მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს
კახა კუჭავას განცხადებით, მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს პირველ არხს კუჭავამ განუცხადა, პრემიერ-მინისტრს აქვს ხედვა, თუ როგორი იქნება მისი კაბინეტი.

მისი თქმით, მთავრობის დაკომპლექტება პრემიერის პრეროგატივაა და მან უნდა გააცნოს საზოგადოებას, როგორი იქნება ახალი მინისტრთა კაბინეტი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის კითხვები და პროგრამა, რითაც პრემიერი ჩვენ წინაშე წარსდგება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ – 2024 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება, რომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანოს. ეს არის კარგი საზომი იმ რეფორმებისა და გზის, რაც ოთხი წლის მანძილზე უნდა გავიაროთ, რათა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე შევიტანოთ. კითხვები საგარეო მიმართულებით გვექნება, რა არის მისი ხედვა, როგორ და რა ვადებში აპირებენ, ამ შედეგს მიაღწიონ”, – განაცხადა კუჭავამ.