ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მესამე კვარტალში 12.7 პროცენტით არის გაზრდილი
2018 წლის III კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები, 2017 წლის III კვარტალთან შედარებით, 12.7 პროცენტით, 1,857,745 ლარით გაიზარდა, – ასეთია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემები.
„რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს რომლებსაც ბაზრის 65 პროცენტი უკავიათ, 2018 წლის მესამე კვარტალში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ 2018 წლის III კვარტალში 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტიანი კლება აქვს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.
კომისიამ მაუწყებლების შემოსავლების 2018 წლის III კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს.