საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობამ სახანძრო მანქანა/კიბე გადასცა
იაპონიის მთავრობამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო მანქანა/კიბე გადასცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხელმოწერის ცერემონიაში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი მონაწილეობდნენ.
ახალი მანქანა/კიბე ისან-სამგორის სახანძრო-სამაშველო დეპოსთვისაა განკუთვნილი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, თბილისის დანარჩენ ტერიტორიასაც მოემსახურება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტატისტიკურად, დედაქალაქში ხანძრების 10 პროცენტი მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ხდება. მანქანა/კიბე თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
პროექტი „ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მას იაპონიის საელჩო 99 733 აშშ დოლარით აფინანსებს.