ძლიერი ქარის გამო, სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დიდ დიღომში დაფიქსირდა

21:08, 09.03.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, დიდ დიღომში დაფიქსირდა.

სტიქიის გამო, არცერთი ადამიანი დაშავებულა.

„საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 თბილისში, ხოლო 88 სხვადასხვა რეგიონში.

თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონში.

მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ შეტყობინებებს.

არცერთ შემთხვევას მოქალაქეების დაშავება არ მოჰყოლია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მსგავსი