ჟინვალჰესში მაშველები 55 წლამდე მამაკაცს ეძებენ [ვიდეო]
ჟინვალჰესში მაშველები 55 წლამდე მამაკაცს ეძებენ [ვიდეო]

ჟინვალჰესში მაშველები 55 წლამდე მამაკაცს ეძებენ. სატვირთო ავტომობილი დაახლოებით ერთი საათის წინ, ჟინვალჰესში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, ასევე მყვინთავები, რომლებიც სიბნელისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მყვინთავების მუშაობა მათთვისაც საფრთხის შემცველია, რადგან ჟინვალჰესი გარკვეულწილად სპეციფიკური ადგილია, ვინაიდან მის სიღრმეში სხვდასხვა სახის გაყვანილობებია.

უწყების ცნობით, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის მიუხედავად, დღესვე დასრულდეს.

ამ წუთებში

🚒 ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფები და მყვინთავები დუშეთში, ჟინვალჰესის წყალსაცავში 53 წლის მამაკაცს ეძებენ "MAN"-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა წყალსაცავში რამდენიმე საათის წინ ჩავარდასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჟინვალჰესის მფლობელ კომპანიასთან და ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს სამძებრო ღონისძიების სწრაფად დასრულებისთვის

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ოთხშაბათი, 14 ნოემბერი, 2018