სად იმყოფებიან ტაილანდელი ბავშვები და რა გზის გავლა მოუწევთ მღვიმედან მყვინთავებთან ერთად [ვიდეო]
ტაილანდის ხელისუფლებამ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოყვანის გეგმის დეტალები გაამხილა. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ოპერაციის დროს ბავშვებს ექნებათ ჟანგბადის ავზები და სახის ნიღბები. თითოეულ ბავშვს ორი მყვინთავი გამოყვება. ისინი ერთმანეთთან თოკით იქნებიან მიბმულები.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გეგმის მთავარი დადებითი მხარე ის არის, რომ ბავშვების გამოყვანა სწრაფად მოხერხდება და ამას მინიმალური რესურსები დასჭირდება.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გეგმის განხორციელება პროფესიონალი მყვინთავების გარეშე შეუძლებელია. ამას გარდა ბავშვები არ უნდა დაიბნენ და პანიკას არ უნდა აყვნენ.
შეგახსენებთ, ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოყვანის ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. პირველი გადარჩენილების გამოსვლას მღვიმედან საღამოს ელოდებიან.