ტაილანდის მღვიმიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაციის მესამე ფაზა დაიწყო
ტაილანდის მღვიმიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაციის მესამე ფაზა დაიწყო

ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდების გადარჩენის ოპერაციის მესამე ფაზა დაიწყო. BBC-ს ცნობით, მყვინთავებს საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა, რადგან გამოქვაბულში წყლის დონე მატულობს.

ოპერაციაში საერთო ჯამში 1 000 პირი იღებს მონაწილეობას. პროფესიონალებთან ერთად, მოზარდების გამოყვანას მთელი მსოფლიოდან ჩასული მოხალისეებიც ცდილობენ.

ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმიდან გამოსაყვანი კიდევ ოთხი ბავშვი და მათი მწვრთნელი რჩებიან. სამაშველო ოპერაციის ორი დღის განმავლობაში მაშველებმა მღვიმიდან სულ რვა მოზარდის გამოყვანა მოახერხეს. სამედიცინო ცენტრში გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. დამაკმაყოფილებელი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.