მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს თავად მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.