მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი რეჟისორების ნამუშევრებსაც წარადგენენ
ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში, 25-30 სექტემბერს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალი – Encounters Film Festival გაიმართება.
ფესტივალზე ქართველი რეჟისორების ნამუშევრებიც იქნება წარდგენილი, მათ შორის მიხეილ კობახიძის „ქოლგა“, „ქორწილი“, „მუსიკოსები“, გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“, გიო მგელაძის „არა მეგობარო“, მარიამ ხაჭვანი – „დინოლა“, თორნიკე ბზიავა – „აპრილის სუსხი“, დეა კულუმბეგაშვილი – „უხილავი სივრცეები“, გიორგი გოგიჩაიშვილი – „8 წუთი“.
ქართული კინოს რეტროსპექტივა დამეგობრებული ქალაქების – თბილისისა და ბრისტოლის მეგობრობის 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.