რეჟისორი გიორგი შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

16:05, 20.02.2020

ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ვერიკო ანჯაფარიძის და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმში მიმდინარეობდა.

გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი