ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ვერიკო ანჯაფარიძის და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმში მიმდინარეობდა.
გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.