გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ
გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ

თეატრისა და კინოს მსახიობ გურანდა გაბუნიას დღეს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

მსახიობს მარჯანიშვილის თეატრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება, ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.