ატენის ხეობაში, ე.წ. ურიულის ველებზე ბალახი იწვის
ატენის ხეობაში, ე.წ. ურიულის ველებზე ხანძარი გაჩნდა.
გორის მერიის წარმომადგენლის, ნუგზარ მძინარაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მინდორში ბალახი იწვის და ცეცხლი ტყის ნაწილზე არ გავრცელებულა.
„ურიულის ველებიდან ტყე რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ცეცხლი ახლა ბალახს და ბუჩქნარს უკიდია და დიდი დაკვამლიანებაა. დასახლებული ადგილი ხანძრის კერიდან 5 კილომეტრის მოშორებითაა“ -, აცხადებს ნუგზარ მძინარაშვილი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.