ლიზ თრასი - უკრაინა რუსეთის ინტერვენციის ყველაზე უარესი სცენარის წინაშე შესაძლოა, მომავალ კვირაში დადგეს
უკრაინა რუსეთის ინტერვენციის ყველაზე უარესი სცენარის წინაშე შესაძლოა, მომავალ კვირაში დადგეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპა მე-20 საუკუნის დასაწყისის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
„ყველაზე უარესი სცენარი შესაძლოა, განვითარდეს უკვე მომავალ კვირაში. რეალობა ის არის, რომ რუსეთს არ სურს, საათი უკან დააბრუნოს“, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.
ლიზ თრასის თქმით, ბოლო ერთი ვირის განმავლობაში შეინიშნება დონბასში დეზინფორმაციის გაორმაგება და პროვოკაციები.
„ვშიშობ, რომ რუსეთი არასერიოზულად უდგებიან დიპლომატიას“, – აღნიშნა თრასმა.