ლიზ თრასი – უკრაინა რუსეთის ინტერვენციის ყველაზე უარესი სცენარის წინაშე შესაძლოა, მომავალ კვირაში დადგეს

14:17, 20.02.2022

უკრაინა რუსეთის ინტერვენციის ყველაზე უარესი სცენარის წინაშე შესაძლოა, მომავალ კვირაში დადგეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპა მე-20 საუკუნის დასაწყისის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

„ყველაზე უარესი სცენარი შესაძლოა, განვითარდეს უკვე მომავალ კვირაში. რეალობა ის არის, რომ რუსეთს არ სურს, საათი უკან დააბრუნოს“, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

ლიზ თრასის თქმით, ბოლო ერთი ვირის განმავლობაში შეინიშნება დონბასში დეზინფორმაციის გაორმაგება და პროვოკაციები.

„ვშიშობ, რომ რუსეთი არასერიოზულად უდგებიან დიპლომატიას“, – აღნიშნა თრასმა.

მსგავსი