ლინას ლინკევიჩუსი - უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და პერსპექტივის მკაფიო დადასტურება
უკრაინამაც და საქართველომაც უნდა მიიღონ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო დადასტურება – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა „ტვიტერში“ დაწერა.
„რუსეთმა გამოაცხადა კიდევ ერთი „შეხედულება“, რომ უკრაინამ დონბასში ვითარება ნატო-ს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად გაამწვავა. კრემლის ყველა ამ მანევრის შემდეგ, უკრაინამაც და საქართველომაც უნდა მიიღონ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო დადასტურება“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.