ლინას ლინკევიჩუსი - ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, შევხედოთ პროგრესს, იმპიჩმენტი ქვეყნის შიდა საქმეა
ლინას ლინკევიჩუსი - ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, შევხედოთ პროგრესს, იმპიჩმენტი ქვეყნის შიდა საქმეა

ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, შევხედოთ პროგრესს, დავინახოთ, რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა საკმარისად, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

ლინას ლინკევიჩუსის თქმით, იმპიჩმენტი ქვეყნის შიდა საქმეა.

„ნებისმიერი იმპიჩმენტი, იქნება ეს აშშ-ში თუ საქართველოში, ქვეყნის შიდა საქმეა. ამიტომ, მოდით, შევხედოთ შინაარსს, რაც ხდება. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, შევხედოთ პროგრესს, დავინახოთ, რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა საკმარისად – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმპიჩმენტი და სხვა საკითხები შიდა საქმეა, თუმცა, როგორც ვიცი, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან თანმიმდევრული იყო ქართული საკითხის მიმართ. ამავე დროს, ის აწყდება პრობლემებს, რომლებიც ახლა ხდება და ეს არის, მე ვიტყოდი, განსხვავებული მიდგომა. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ხელის შემშლელი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესისთვის. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.