ლინას ლინკევიჩუსი – აგვისტოს ომი იყო კრიმინალური დაშოშმინების დასაწყისი, რამაც მიგვიყვანა უკრაინაში დღევანდელ ტრაგედიამდე
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, აგვისტოს ომი იყო კრიმინალური დაშოშმინების დასაწყისი, რამაც მიგვიყვანა უკრაინაში დღევანდელ ტრაგედიამდე.
„14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია. რონ ასმუსმა დაწერა წიგნი სახელწოდებით: „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო“, მაგრამ მსოფლიო კვლავ ბრმა და ყრუ დარჩა ახალი აგრესიის მიმართ. ეს იყო კრიმინალური დაშოშმინების დასაწყისი, რამაც მიგვიყვანა უკრაინაში დღევანდელ ტრაგედიამდე“, – წერს ლინკევიჩუსი.
#OTD, 14 years ago #Russia invaded and occupied 20% of #Georgia. Ron Asmus wrote a book ‘A little war that shook the world’. But world remained blind and deaf to the nascent aggression. This was the beginning of criminal appeasement that led to today’s tragedy in #Ukraine.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) August 8, 2022