ლინას ლინკევიჩუსი – უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და პერსპექტივის მკაფიო დადასტურება
უკრაინამაც და საქართველომაც უნდა მიიღონ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო დადასტურება – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა „ტვიტერში“ დაწერა.
„რუსეთმა გამოაცხადა კიდევ ერთი „შეხედულება“, რომ უკრაინამ დონბასში ვითარება ნატო-ს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად გაამწვავა. კრემლის ყველა ამ მანევრის შემდეგ, უკრაინამაც და საქართველომაც უნდა მიიღონ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო დადასტურება“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
#Russia just announced another ‘insight’ that #Ukraine had exacerbated situation in Donbass to get #NATO Membership Action Plan. After all these #Kremlin ‘maneuvers’, both #Ukraine and #Georgia must receive MAP and clear confirmation of #NATO membership perspective.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) April 23, 2021