ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მსოფლიომ მკაცრი განცხადებები გააკეთა, ახლა აუცილებელია სწრაფი ქმედება
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი შეშფოთებას გამოთქვამს მინსკში ათენი-ვილნიუსის რეისის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, ბორტზე მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.
„რაინეარის“ რეისზე მყოფი ექვსი მგზავრი ვერ დაბრუნდა ვილნიუსში იმის გმო, რომ იძულებული გახდნენ მინსკში დაშვებულიყვნენ პროტასევიჩი, რომელიც რეჟიმმა გაიტაცა, მისი მგობარი გოგონა და ოთხი უცნობი პირი. მსოფლიომ მკაცრი განცხადებები გააკეთა, ახლა აუცილებელია სწრაფი ქმედება“, – წერს ლინკევიჩუსი.
მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.