ლინას ლინკევიჩიუსი - კარგ მეგობართან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად, საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია
კარგ მეგობართან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი “ტვიტერზე” წერს.
“კარგ მეგობართან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია. რეფორმები და მტკიცე ნაბიჯები უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ლიტვა განაგრძობს ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდში დგომას”, – წერს ლინას ლინკევიჩიუსი.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე “ტვიტერზე” უპასუხა.
“ძალიან კარგი იყო ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ლიტვის მხარდაჭერა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირსა და ნატო-სთან თანამშრომლობის პროცესში”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.