დმიტრო კულება - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებაში გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდეს მკაფიო, ამბიციური განაცხადი ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიულ მიზნებზე, ეს არის ორგანიზაციის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან
დმიტრო კულება - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებაში გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდეს მკაფიო, ამბიციური განაცხადი ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიულ მიზნებზე, ეს არის ორგანიზაციის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებაში გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა მოხდეს მკაფიო, ამბიციური განაცხადი ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიულ მიზნებზე, ეს არის ორგანიზაციის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, ასოცირებულ ტრიოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ატარებენ რეფორმებს, რათა არ გახდნენ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის მსხვერპლი.

„სამი მთავარი მოლოდინი, რაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებაში გვაქვს არის, რომ უნდა მოხდეს მკაფიო, ამბიციური განაცხადი ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიულ მიზნებზე და ეს არის ორგანიზაციის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ანუ რისთვის არის ეს ყველაფერი. მეორე არის ასოცირებული ტრიოს და პრინციპის „მეტი მეტისთვის“ აღიარება. მესამე – მოვიდა დრო, როდესაც უკან უნდა მოვიტოვოთ მიდგომა, როდესაც მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, ანუ ასოცირებულ ტრიოს, ევროკავშირი ან მისი წევრების ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის პრიზმაში განიხილავს. ჩვენ ვართ სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო. გვსურს, ევროკავშირში ინტეგრაცია და ვატარებთ რეფორმებს. ჩვენ არ უნდა გავხდეთ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის მსხვერპლი“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.