ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩა N9-ში მდებარე სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ცხრა ეკიპაჟია მობილიზებული. მათივე ცნობით, მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები.
უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.