ლიეტუვაში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო
ლიეტუვაში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო

ლიეტუვაში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო.

მანევრებში ალიანსის 11 წევრი ქვეყნის ოთხი ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებები, სახელწოდებით „რკინის მგელი – 2019“ ქალაქ პაბრადეს სიახლოვეს, პოლიგონზე მიმდინარეობს.

მანევრებში ლიეტუველ სამხედროებთან ერთად ჩართულები არიან ბელგიელი, ბრიტანელი, გერმანელი, ჰოლანდიელი, ნორვეგიელი, პოლონელი, პორტუგალიელი, ამერიკელი, ჩეხი და ესტონელი ჯარისკაცები.

სამხედრო წვრთნების დროს გამოყენებული იქნება ამერიკული სამხედრო ტექნიკა. კერძოდ, 30 ერთეული ტანკი „აბრამსი“ და 23 საბრძოლო მანქანა „ბრედლი“.

მასშტაბური მანევრები ლიეტუვაში 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.