ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ
ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ. ჯარისკაცები ნატო-ს მიერ ევროპაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებში ჩაერთვებიან. მანამდე ბრემერჰაფენის პორტში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო გემები გაჩერდნენ, რომლებმაც ევროპაში მძიმე ტექნიკა ჩაიტანეს.

ნატო-ს წვრთნები სახელწოდებით „ევროპის დამცველი 2020“ აპრილი-მაისში გაიმართება. მანევრებში სულ 20 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

როგორც გერმანიის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული სწავლებები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ იმართება.

პარალელურად, 22 თებერვალს გერმანიაში ნატო-ს წვრთნების საწინააღმდეგო აქციები გაიმართება, რომელშიც პაციფისტური მოძრაობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.