რუმინეთში „ნატო“-ს (NATO) წვრთნების გამო, რუსეთმა შავ ზღვაზე „ა 50“ ტიპის სარადარო თვითმფრინავები გაგზავნა
რუმინეთში „ნატო“-ს (NATO) წვრთნების გამო, რუსეთმა შავ ზღვაზე „ა 50“ ტიპის სარადარო თვითმფრინავები გაგზავნა

რუმინეთში „ნატო“-ს (NATO) წვრთნების გამო, რუსეთმა შავ ზღვაზე „ა 50“-ის ტიპის სარადარო თვითმფრინავები გაგზავნა.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების გაგზავნა სამოქალაქო თვითმფრინავებთან დაკავშირებულ შესაძლო ინციდენტების თავიდან არიდებას შეუწყობს ხელს, რომლებიც შესაძლოა „ნატო“-ს წვრთნების ზონაში შემთხვევით აღმოჩნდნენ.

რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს  ახლავს „სუ-27 ცეემ3“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები. რადარებით აღჭურვილი თვითმფრინავები მისიას ოკუპირებულ ყირიმთან და ყუბანთან განახორციელებენ.

„ნატო“-ს სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით „მცველი მახვილი 2019“ რუმინეთში 3 ივნისს დაიწყო, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფოს 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ: საქართველო, ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სომხეთი, საბერძნეთი, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, ჩრდილოეთ მაკედონია, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, აშშ და უკრაინა.

დატოვე კომენტარი