ირაკლი კობახიძე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
ირაკლი კობახიძე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სამდღიანი ვიზიტის პირველ დღეს ირაკლი კობახიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტსს და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს შეხვდება. მეორე დღეს კი საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარეს ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელი უმასპინძლებს. ჩანიშნულია შეხვედრა ეროვნული თავდაცვის მინისტრ რაიმუნდას კარობლისთანაც.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ირაკლი კობახიძე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ბექა ოდიშარია,გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.