ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრმა ცხრა ადამიანი მოკლა
ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრმა ცხრა ადამიანი მოკლა. Reuters-ის ცნობით, თავდასხმა აფრიკული სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში მოხდა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 23 ნოემბერს შეიარაღებული პირი უდაბნოში არსებულ ქალაქ, ტაზერბოში შეიჭრა და პოლიციის განყოფილება დაიკავა. არეულობის დროს ბოროტმოქმედმა 9 ადამიანი მოკლა, 10 დაჭრა და რამდენიმე პირი დაიტაცა. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცველები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.
უდაბნოში არსებული ქალაქი ტაზებრო წლების განმავლობაში ტურისტების საყვარელი ადგილი იყო. საჰარას უდაბნოში არსებული ტურების დროს ჯგუფები სწორედ აღნიშნულ ქალაქს სტუმრობდნენ, თუმცა 2011 წლის შემდეგ ტაზებრო რადიკალური დაჯგუფებების სამიზნედ იქცა.