ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელი „ჰეზბოლას“ ომით ემუქრება
ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელი „ჰეზბოლას“ ომით ემუქრება

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელი „ჰეზბოლას“ ომით ემუქრება.

ლიბანური მედიის თანახმად, ისრაელმა 15 მარტი დაადგინა შეთანხმების ბოლო ვადად, რომ ლიბანურმა შიიტურმა ჯგუფმა ლიბანის სამხრეთ რაიონები დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასაზღვრო შეტაკებები ომში გადაიზრდება.

6 მარტს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეგიონში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ამოს ჰოხშტეინს განუცხადა, რომ ისრაელზე „ჰეზბოლას“ განგრძობითი თავდასხმები ქვეყანას აახლოებს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებასთან.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ამოს ჰოხშტეინს არ სჯერა, რომ ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ ბრძოლები, შესაძლოა, შეწყდეს ღაზაში ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევამდე.