ლიბანში საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლმდენი აირის გამოყენებით დაშალეს
ლიბანში საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლმდენი აირის გამოყენებით დაშალეს.
პოლიციამ ძალა მას შემდეგ გამოიყენა, რაც ბეირუთში გამართული აქციის მონაწილეებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
ლიბანში მიტინგები უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება. მოქალაქეები მთავრობის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტები ითხოვენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კლასი მთლიანად შეიცვალოს.
ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 3 დეკემბერს განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ლიბანის პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები ოქტომბრიდან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ საიდ ალ-ჰარირის გადადგომის შემდეგ დაიწყო.