ლიბანში საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლმდენი აირის გამოყენებით დაშალეს

10:12, 04.12.2019
Lebanese security forces stand between supporters of Shiite Hezbollah movement (foreground) and anti-government protesters (background) at Riad al-Solh square in the capital Beirut on October 25, 2019 on the ninth day of protest against tax increases and official corruption. (Photo by - / AFP) (Photo by -/AFP via Getty Images)

ლიბანში საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლმდენი აირის გამოყენებით დაშალეს.

პოლიციამ ძალა მას შემდეგ გამოიყენა, რაც ბეირუთში გამართული აქციის მონაწილეებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

ლიბანში მიტინგები უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება. მოქალაქეები მთავრობის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტები ითხოვენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კლასი მთლიანად შეიცვალოს.

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 3 დეკემბერს განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ლიბანის პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები ოქტომბრიდან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ საიდ ალ-ჰარირის გადადგომის შემდეგ დაიწყო.

მსგავსი