მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის მაღალჩინოსნები შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა ლიბანში მიზნებს მიაღწია და შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

23:01, 30.10.2024

ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ისრაელის მაღალჩინოსნები შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა ლიბანში საკუთარ მიზნებს მიაღწია და შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

როგორც ისრაელის მედია წერს, შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართა.

მათივე ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო მაღალჩინოსნების შეთავაზება, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში მიზანშეწონილია, მანამდე კი ჩრდილოეთის მცხოვრებლები სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან.

მსგავსი