ისრაელ კაცი – ომის მიზნების მიღწევამდე ლიბანში არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და პაუზა არ იქნება
ომის მიზნების მიღწევამდე ლიბანში არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და პაუზა არ იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის მხრიდან შეტევითი მოქმედებები უნდა გაგრძელდეს „ჰეზბოლას“ შესაძლებლობების შესასუსტებლად და გამარჯვების მისაღწევად.
„ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლაზე“ სრული ძალით დარტყმას, ვიდრე ომის მიზნები არ იქნება მიღწეული. ისრაელი არ დათანხმდება შეთანხმებას, რომელიც არ უზრუნველყოფს მის უფლებას, დამოუკიდებლად აღკვეთოს ტერორიზმი, უზრუნველყოს ომის მიზნების მიღწევა ლიბანში, მათ შორის „ჰეზბოლას“ განიარაღება და ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობის მიცემა“, – წერს ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში.
בהמשך פגישתי אתמול עם פורום מטכ”ל הדגשתי את מדיניות ישראל לגבי לבנון:
הפעילות המזהירה והעוצמתית שבוצעה ע”י צה”ל וגופי הביטחון מול החיזבאללה וחיסול נסראללה מהווים תמונת ניצחון וצריך להמשיך את הפעילות ההתקפית, כדי להוסיף ולגרוע את יכולות החיזבאללה ולממש את פירות הניצחון.
בלבנון… pic.twitter.com/ALTCOqD3IG
— ישראל כ”ץ Israel Katz (@Israel_katz) November 12, 2024