ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი ემანუელ მაკრონს შეხვდება
ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი ემანუელ მაკრონს შეხვდება

ლიბანის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შესახვედრად გაემგზავრა.

მთავრობის ყოფილი მეთაურის ვიზიტს ბეირუთში მმართველი კოალიცია პოლიტიკური ჩიხიდან თავის დაღწევის მცდელობად აფასებს. ამავდროულად, ჰარირის გუნდის წევრები ლიბანში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში სამხედრო გაერთიანება „ჰეზბოლას“ და მის მოკავშირე ირანს ადანაშაულებენ.

საად ჰარირი ორი კვირის წინ საუდის არაბეთში ყოფნის დროს გადადგა. იგი მას შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა. მის გადადგომას ლიბანში პოლიტიკური კრიზისის გამწვავება მოჰყვა, რის ფონზეც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საუდის არაბეთში ჩავიდა.

ლიბანის ყოფილი პრემიერი საად ჰარირი მაკრონმა პარიზში ორი დღის წინ მიიწვია. მათი შეხვედრა დღეს გაიმართება.