ლიანა ჯოჯუა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მეორე ბრძოლას 15 ივლისს გამართავს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქალთა დივიზიონებში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს. ლიანა ჯოჯუამ UFC-ის ოქტაგონზე პირველი ბრძოლა სარა მორასთან გამართა და მარცხი განიცადა. ქართველ მებრძოლს პირველი გამარჯვების მოპოვების შანსი 15 ივლისს მიეცემა.
ჯოჯუა აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე დიანა ბელბიტას დაუპირისპირდება. 23 წლის რუმინელს შერეულ ორთაბრძოლებში 16 ბრძოლა აქვს გამართული (12-4 ).
ლიანა ჯოჯუას კარიერაში 10 ჩატარებული ორთაბრძოლიდან 7 აქვს მოგებული. ქართველი მებრძოლი UFC-ის ოქტაგონზე პირველი გამარჯვების მოლოდინშია.