ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მეოთხე ბრძოლა გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მეოთხე ბრძოლა გამართა.

ქართველმა მებრძოლის მეტოქე ამერიკელი კორტნი კეისის იყო, რომელსაც ჯოჯუასთან შეხვედრამდე კარიერაში ცხრა გამარჯვება და ცხრა მარცხი ჰქონდა.

ბრძოლის სამივე რაუნდი ამერიკელი სპორტსმენის უპირატესობით წარიმართა და მსაჯთა შესაბამისი გადაწყვეტილებით დასრულდა – (30:27, 30:27, 30:27) კორტნი კეისის სასარგებლოდ.

ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მესამე შეხვედრა დათმო და შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.