იმდენს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ, – ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ყიფიანმა აღნიშნა, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერზე ისაუბრებს.
„სასამართლოში შევალ, გამოვალ და ყველაფერს მოგახსენებთ, იმდენს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ და ამიტომ მაცადეთ, გამოვალ და ყველაფერს გეტყვით”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.